
მოკლედ ჩემო მეგობრებო, ჯემებო და მურაბებო, გადავწყვიტე დამეწყო ბლოგივით რაღაცა ჭუკლი-პუკლი ვეში და გავიხსენო ძველი დრო. (ადრე მქონდა ბლოგსპოტზე ძაან ლამაზი და დიდებული ბლოგი, რომელსაც ძალიან ბევრი დრო შევწირე, მაგრამ რაღაც გაურკვევლობების გამო წამეშალა, რასაც მიჰყვა ძველი იუთუბის არხიც, რომელზეც იყო მიბმული ბლოგი ლოგიკურად, მაგრამ ეგ არაფერი.)
ხოდა რას უნდა ელოდოთ ამ ბლოგზე? რავი აბა, ძირითადად 3 კატეგორიას ამ ეტაპზე, პატარა დღიურივით იქნება, დრო და დრო დავჩექაუთდები, პატარ-პატარა აზრები დავწერო რას ვუყურე/მოვუსმინე/წავითამაშე მაგალითად ოთხშაბათს, ან ამასწინათ და ა.შ.
რაც შეეხება სახელს, მართლაცდა სალობიე იქნება ეს ბლოგი, ყველაფერი ერთად შეყრილი და მოუწესრიგებელი, რაც შეიძლება ქაოსური და მინიმალისტური ამავედროს. მოკლედ მეც არვიცი რა ყლეობას ვბაზრობ, პროსტა ორიგინალური სახელია მაინც და ადვილი მოსაძებნია, რამე ბანალური სისულელე რო არ დამეწერა, იყოს სალობიე, + კაი ლობიანი გაასწორებდა ისე ახლა.
მოკლედ ასე და ამგვარად თქვენი მონა და მორჩილი – კაეშანი შეეცდება თქვენი ძვირფასი დროის წართმევას, თუ როდესმე ვინმე სულიერი შემოიჭყიტება ამ ბლოგზე.
No comments:
Post a Comment