
ჰოო, დიდიხანია მაინტერესებდა ეს ვითომ ლეზბიანკა დუეტი რა დღეში იყო და აი დადგა ის დღეც როცა მათ დისკოგრაფიას გავეცანი. ბავშვობაში მქონდა მოსმენილი ამათი მხოლოდ – Я Сошла С Ума და Нас Не Догонят, ეგ იყო და ეგ. არასდროს გამჩენია სურვილი სრულფასოვნად მომესმინა ან რამე, უფრო მეტიც, საერთოდ არმახსოვდა ამათი არსებობა, რაზე გამახსენდა ერთმა ღმერთმა იცის, მარა ნუ გამახსენდა და მოვუსმინე.
მოვუსმინე და არც თუ ისე დიდი მოლოდინი მქონდა რომ რაღაც შედევრთან მექნებოდა საქმე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყოველი სიმღერა ერთი მეორეზე უკეთესი აღმოჩნდა. ადვილად გამახსოვრდება, მელოდიური და მომენტებში ატმოსფერული. არის რამდენიმე ვეში რომელმაც დამბურძგლა, სევდიანი მუღამებით – 30 Минут, და Зачем Я. “პოლჩასა”-ს კლიპიც აქვს დაჟე, საკმაოდ ვულგარული სცენით და edgy შინაარსით. ჰო მართლა, გვიან გავაანალიზე რო ტატუს სიმღერების უმეტესობა – სიყვარულზე, ნძრევაზე, და ლეზბო პროპაგანდაზეა ორიენტირებული. (ნუ მაშინ სხვა დრო იყო), მარა ნუ პოხუი ესენი, მუსიკა კაია, მელოდია კაია. ეგრე YMCA-ზეც გიჟდება ხალხი, ვილიჯ პიპლის ვეში როა, მარა ცოტამ თუ იცის რო ეს სიმღერა იმდროინდელ გეი კლუბზე იყო :shrugemoji: ასევე იყო ალბომში ვეში, რომელიც ტატუს ხასიათში და პათოსში საერთოდ არ ჯდება, რაღაცა ყლეობა ჭუჭყივით შეეპარა ალბომს და ოდნავ გააფუჭა. ვეშს ქვია – Досчитай До Ста. პრობლემა იმაშია რომ, ზედმეტად მხიარულია და ისეთი ტიპია, აი ელიავას ბაზრობაზე რო უნდა იყოს ჩართული ან დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, პაპანაქება სიცხეში, მაღალ ხმაზე, ან სულაც ვინმე ღიპიან გრუზინს მანქანაში ქონდეს ჩართული და ამ ცხოვრების ამაოებაზე იყოს ჩაფიქრებული. კაროჩე, ყლეობა ვეშია.
ნუ ყველაზე ძლიერი ვეშები ამ ალბომში რაღათქმაუნდა უკვდავი ჰიტებია – ია საშლა სუმა და ნას ნე დაგონიატ, რომელიც ნებისმიერმა ძაღლმა და კატამ იცის. გამოვარჩევდი ასევე – Робот-ს და Клоуны-ს, ორივე საკმაოდ მელოდიური, ადვილად დასამახსოვრებელი და ისეთი ვეშებია რო აიჩემებ რამდენიმე ხანი.
![]() |
| Только попроси меня |



No comments:
Post a Comment