ზოგადად ჰორორ თამაშებთან არც თუ ისე კარგად ვარ, შემილია ვითამაშო საილენტ ჰილი, რეზიდენტ ევილი, კლოკტაუერი და მსგავსები, მარა FEAR, ნოსფერატუ, აუტლასტი და მსგავსები არ შემომთავაზოთ. საქმე იმაშია რო დასავლური დეველოპერები ჰორორს ეძახიან დედამოტყნულ ჯამპსკერებს და დაძაბულ მუსიკას, რომელიც მარილივით ეყრება. არაა ეს ჰორორი. ჰორორია ბურუსით მოცულ ქალაქში რო მიაბოტებ და არც კი იცი, იქიდან ცოცხალი გამოხვალ თუ არა. მაგრამ FEAR სხვა პონტია.
რა პონტია და, ფსიქოლოგიურ ჰორორსა და ექშონს აჯაბსანდალივით ურევს ერთმანეთში, კი არის ჯამპსკერები თუმცა, ცდილობს საინტერესო და მისტიური სტორის ფონზე, ატლასივით მხრებით აზიდოს მთელი თამაში. ამასთანავე შესანიშნავი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია. შეუძლია მოგეპაროთ უკნიდან, კედლებს ამოეფარონ და ნელნელა მოგიაროთ გვერდიდან. თუმცა მთავარი გმირს ეს პრიომები სულ სირზე კიდია, ერთი ლიმონკის შეგდება, დროის შენელება და ჯონ ვუს wet dream მზადაა. (მტრედები ვერ ჩამოვიტანეთ).
მეორე ნაწილი კი თითქოს სულ სხვა თემაა, კი ისევ იგივე FEAR-ია, ოდნავ გაშლილი ლოკაციებით, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ დობრად გლადკი შუტერის მიღმა უსიცოცხლო სასროლი ტირი იმალებოდა მახინჯურად. კი, ამჯერად მოწინააღმდეგეები ატრიალებენ მაგიდებს და საგნებს რაც შეიძლება ქოვერად გამოდგეს, მაგრამ მაინც. დეტალიზაციაა on the other hand საკმაოდ კარგადაა შესრულებული ისე როგორც გრაფიკა, მაქსიმალურ სეტინგებზე თამაში შთამბეჭდავი სანახავია. მეორე ნაწილში ასევე მომცეს უფლება მეტარებინა დიდი რობოტი, რომელიც თითქმის ვერ ააფეთქა ვერავინ, დავუშვებდი პულიმიოტებს წვიმასავით + ამას რაკეტებიც და პიზდეცის ცოცხალი რეინკარნაცია სახეზე იყო.
იარაღები არც თუ ისე ბევრია, მაგრამ რაც არის ეგ არის. საკმაოდ ეფექტური გამოდგა სნაიპერი, ავტომატური ვინჩესტერი და ცოტათი ნავაროჩენი ავტომატი. რაც შეეხება სტორის, ეს პარანორმალური, მისტიური "პატარა გოგონა, რომელიც სამყაროს მოწყვიტეს და ლაბორატიულ ვირთხად აქციეს" პათოსი ნელნელა მოძველდა და თითიდანაა გამოწოვილი, მარა იყო რამდენიმე კარგი მომენტი სადაც რამდენჯერმე მართლა შემეშინდა. (ერთ-ერთ ლოკაციაში, სკოლაში როცა დერეფანში მივაბოტებდი, უცბად შუქები ჩაქვრა, სულებმა გაირბინეს და ირგვლივ ხმაური ატყდა, ალმაც სადღაც იქვე ჩურჩულებდა. მართალია ამ სანახაობამ რამდენიმე წამი გასტანა, მაგრამ ეფექტი მაინც მოახდინა). მეტი მსგავსი მომენტი სამწუხაროდ აღარ ალი. თითქოს პირველივით ჯიგრულად ითამაშება მეორე "შიში", მაგრამ პეწია მარილი მაინც აკლია. სტორიც მომენტებში იწელებოდა უაზროდ და უკვე ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა. საბედნიეროდ მეორე "შიში" არც თუ ისე დიდი თამაშია, თავისუფლად შეიძლება 2-3 საღამოში დახურვა ან ოდნავ ნაკლებშიც.
თუმცა ამ ყველაფრისდა მიუხედავად თამაში გამისწორდა და გავერთე, არაუშავს უნაკლო თამაში მაინც არ არსებობს, ასე რომ ერთი კარგი ჯიგრული შუტერია რომელსაც ალბათ კაი დრო რომ გავა, ისევ დავუბრუნდები, მაგრამ ყლეური ენდინგის გამო დედისმუტელი უნდა დაახურო ამის სცენარისტებს.




No comments:
Post a Comment