
ჩემი პირველი პოსტი და დავიწყებ ამასწინათ (გუშინწინ უფროსწორედ) ნანაცქირი/ნანახი/ნაყურალი/ ფილმით – ტოპ განით. კაიხანია მინდოდა ისე ამ ფილმის ნახვა, ხოდა არმეძინებოდა იმდღეს, ჩავუჯექი ვუყურე. ასევე გავიგე ის ფაქტიც, რომ ახალი ნაწილი გამოდის (Top Gun Maverick) და საქმეს წინ წავიგდებ, პირველ ნაწილს გადავხედავ თქო.
რაც შეეხება ფილმს, ძალიან დამევასა, კონკრეტულად კი მოწონება დაიმსახურა იმან, რომ ძალიან მევასება Ace Combat-ის თამაშები პს1-ზე და შესაბამისად მსგავს მუღამებში ფილმის ნახვამ ერთგვარი სიამოვნება მომგვარა. ცაში მოგრიმიტე ავია-გამანადგურებლები სასაცილო ზედმეტსახელებით – Goose, Ice, Maverick, Holywood ა.შ., და ტომ კრუზის დებილური, ზედმეტად თავდაჯერებული და უდარდელი ღიმილი. ფილმში ასევე მძაფრადაა დაკუნთული სხეულები და იმენა რაღაც ჰომო პათოსები ეძრობა, ისე უღიმიან ველ კილმერი და ტომ კრუზი ერთმანეთს მომენტებში სრულიად უაზროდ, გეგონება ფარული საყვარლები არიანო. თუმცა ჩვენი ტომ კრუზი, უფროსწორედ მავერიკი ერთ კაი ნაშას გაიცნობს, დეევასებათ ერთმანეთი, ძინ-ძინსაც იზავენ და არიან ასე შეხმატკბილებულად.
რეჟისურა კი საკმაოდ საკაიფოა, შთამბეჭდავადაა გაკეთებული ავია-საბრძოლო სცენები და სულის შემკვრელადაც გამოიყურება მომენტებში. შენც, ტომ კრუზთან ერთად განიცდი ყოველ დაძაბულ წუთს ავია გამანადგურებლის კოკპიტში. არის ასევე სასაცილო მომენტებიც, რომელიც ცოტახანი გვავიწყებს დაძაბულ საჰაერო დომინირებას და გვაძლევს საშუალებს დავტკბეთ ტომ კრუზის კუნთებითა და ვოლიბოლის უნაკლო სკილებით.
ბევრი რო არ გავატრაკო კაროჩე, საკაიფო ფილმი იყო, წავიდა ერთი ამოსუნთქვით და არცერთი წამით არ მომიწყენია. მუსიკაც საკმაოდ კარგად დააჯდა როგორც სცენებს ისე ტიტრებს. ასე და ამგვარად, ახლა უკვე მშვიდად დაველოდები მეორე ნაწილს და ისევ ვნახავ ტომ კრუზს ცაში, რომელიც გაგაპობთ ტყვნაში (ჰაჰ)



No comments:
Post a Comment